Audit Company TMC

საბაჟო-საბროკერო მომსახურება

ისარგებლე საბროკერო მომსახურებით ექსპორტ/იმპორტისთვის გამიზნული საქონლის განსაბაჟებლად
საბაჟო საბროკერო მომსახურება

ისარგებლე საბროკერო მომსახურებით

საექსპორტოდ და/ან საიმპორტოდ გამიზნული საქონლის განბაჟება გარკვეულ ცოდნას, დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.საქმიანობის გასამარტივებლად და რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ისარგებლე გამოცდილი ბროკერების მომსახურებით, რომლებიც დაზოგავენ  დროს და იქნებიან შენი წამრომადგენლები საბაჟო ტერმინალში.

ჩვენი საბროკერო მომსახურებით სარგებლობა გაგიმარტივებს საბაჟო პროცედურების წარმოებასა დატვირთების განბაჟების პროცესს. შეძლებთ დროისა და რესურსების დაზოგვას.

რას მოცავს საბაჟო-საბროკერო მომსახურება?

image

საბაჟო პროცედურები

განბაჟებისთვის ნებისმიერ ტვირთს უტარდება საბაჟო პროცედურები, რომელსაც აქვს სამი კორიდორი- მწვანე, ყვითელი და წითელი; მწვანე - ტვითი არ მოწმდება და არ ხდება მისი დათვალიერება/გახსნა, განბაჟება ხდება მხოლოდ დოკუმენტაციის საფუძველზე; ყვითელი - მოითხოვება საბაჟო გადასახდების დაუყოვნებლივ გადახდა (აქციზი, დღგ, საბაჟო გადასახადი და საბაჟო მოსაკრებელი) ; წითელი - იხსნება ტვირთი , ითვლება და მოწმდება არის თუ არა შესაბამისობაში დოკუმენტაციასთან. ტვირთის განბაჟება ხდება გადასახადების გადახდის შემდგომ, როცა დეკლარაციას A ნომერი მიენიჭება.

image

საქონლის ექსპერტიზა

საბაჟო ექსპერტიზა მოიცავს რამდენიმე ტიპის შემოწმებას: 1. საქონლის საბაზრო ფასის დადგენა - როდესაც ტვირთი გაცილებით დაბალი ღირებულების არის, ვიდრე საბაზრო ფასი, ინიშნება ექპერტიზა, რათა განბაჟება მოხდეს საბაზრო ფასის შესაბამისად. 2. საქონლის კოდის მინიჭება - სასაქონლო ნომენკლატურის კოდი - როდესაც გაურკვეველია თუ რა შემადგენლობის არის საქონელი, ინიშნება ექსპერტიზა, რის შემდეგაც განსაბაჟებელ საქონელს ენიჭება კოდი.

image

ფიტოსანიტარული სერთიფიკატის აღება

ფიტოსანიტარული სერტიფიკატი მოითხოვება მცენარეული საკვების შემცველი ზოგიერთი ტვირთის განსაბაჟებლად, რათა დადგინდეს ტვირთის ვარგისიანობა

image

წარმოშობის სერთიფიკატის აღება

წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სავაჭრო პალატა, რითაც დგინდება განსაბაჟებელი საქონლის წარმომავლობა (რომელი ქვეყნიდანაა განსაბაჟებელი საქონელი)

image

სხვა დოკუმენტაციების აღება

ვრცელდება მხოლოდ ვეტერინლაური საკვები პროდუქტების განბაჟებაზე, რათა დადგინდეს რამდენად ვარგისია განსაბაჟებელი საქონელი

საბაჟო ბროკერის მომსახურების ფასი
დღგ-ს გარეშე

#
დასახელება
საბაჟო კორიდორი
ფასი
1
წინასწარი დეკლარირება
$100
2
საბაჟო პროცედურა (იმპ/ექსპ)
მწვანე
$100
3
საბაჟო პროცედურა (იმპ/ექსპ)
ყვითელი
$120
4
საბაჟო პროცედურა (იმპ/ექსპ)
წითელი
$160
5
ექსპერტიზა
$100
6
რთული დეკლარაცია (15-ზე მეტი სასაქონლო კოდი)
ნებისმიერი
$10/კოდი
7
ფიტოსანიტარული სერთიფიკატი
$50
8
წარმოშობის სერთიფიკატი
$40

გაიარე უფასო კონსულტაცია ბროკერთან

საბაჟო საბროკერო მომსახურების კონსულტაცია

    image

    პროფესიონალიზმი

    რომელითაც ვაღწევთ შედეგს

    image

    პროგრესი

    რომლითაც მუდმივად ვვითარდებით

    image

    სანდოობა

    რომლითაც ვქმნით მყარ ურთიერთობებს