Audit Company TMC

საერთაშორისო მხარდაჭერა

TMC ჟენევის გლობალური ალიანსის GGI Global Alliance AG წევრი
TMC საერთაშორისო მხარდაჭერა

2013 წლიდან TMC  ერთ-ერთი უდიდესი ქოლგა ორგანიზაციის, ჟენევის გლობალური ალიანსის GGI Global Alliance AG წევრი .

GGI არის  დამოუკიდებელი, პროფესიული, საბუღალტრო, იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების, წამყვანი გლობალური ალიანსი.

GGI აერთიანებს საერთაშორისო, დამოუკიდებელ საკონსულტაციო კომპანიებს და მათ ნიჭიერ პროფესიონალებს ყველა ძირითად ქვეყანაში და პრაქტიკულ სფეროებში.
გამოცდილი საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიების მსოფლიო ალიანსი მომხმარებელს პროფესიულ გადაწყვეტილებებს მათი საერთაშორისო ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად აწვდის . ამის მისაღწევად, კომპანიებს სჭირდებათ წვდომა პროფესიონალებზე და ექსპერტებზე ყველა ქვეყანაში.

ჟენევის ჯგუფის საერთაშორისო ალიანსის წყალობით, შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ბიზნესისთვის ნებისმიერი ფინანსური, იურიდიული თუ ეკონომიკური საკითხის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების პოვნა.

GGI 1995 წელს დაარსდა და  566 წევრი კომპანიითა და 771 ოფისით  მსოფლიოს მასშტაბით 123 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ინგლისისა და უელსის უფლებამოსილი ბუღალტერთა ინსტიტუტის ინფორმაციის თანახმად, GGI მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როგორც პროფესიონალთა უდიდესი მულტიდისციპლინარული ასოციაცია, მსოფლიოს ტოპ 25 ქსელსა და ასოციაციებს შორის კი მე -6 ადგილს იკავებს.

image

პროფესიონალიზმი

რომელითაც ვაღწევთ შედეგს

image

პროგრესი

რომლითაც მუდმივად ვვითარდებით

image

სანდოობა

რომლითაც ვქმნით მყარ ურთიერთობებს