Audit Company TMC

შპს “თი-ემ-სი” (შემდგომში – „ჩვენ”) უზრუნველყოფს ვებგვერდის https://tmcgeorgia.com/ (შემდგომში „მომსახურება“) მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით დაცვას. 

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს თქვენს ვიზიტს https://tmcgeorgia.com/ -ზე და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომელიც გამოწვეულია ჩვენი სერვისის გამოყენების შედეგად.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს სერვისის უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად. სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას ამ პოლიტიკის შესაბამისად.

ჩვენი წესები და პირობები („პირობები“) არეგულირებს ჩვენი სერვისის ყველა გამოყენებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წარმოადგენს თქვენს შეთანხმებას ჩვენთან („შეთანხმება“).

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს საიტს, როდესაც შეგყავთ ინფორმაცია საიტზე არსებულ ფორმაში, ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას, ავსებთ საკონტაქტო ფორმას.

ჩვენი სერვისით სარგებლობისას შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული იდენტიფიცირებადი პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან დასაკავშირებლად ან იდენტიფიცირებისთვის („პერსონალური მონაცემები“). პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი პერსონალური მონაცემებით:

0.1. Ელექტრონული მისამართი

0.2. სახელი და გვარი

0.3. მობილურის ნომერი

0.4. მისამართი, ქვეყანა, შტატი, პროვინცია, ZIP / საფოსტო კოდი, ქალაქი

0.5. „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) და გამოყენების მონაცემები

საიტის გამოყენებისას ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას ე.წ. ლოგების სახით. საიტზე მომხმარებელთა სტუმრობისას სერვერზე ფიქსირდება საიტზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დაგიკავშირდეთ საინფორმაციო ბიულეტენებით, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალებით და სხვა ინფორმაციისთვის, რომელიც შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენგან ნებისმიერი ან ყველა ამ კომუნიკაციის მიღებაზე გამოწერის გაუქმების ბმულის მეშვეობით. 

„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელსაც ვებგვერდი თქვენი სტუმრობისას თქვენსავე კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში ინახავს. „მზა ჩანაწერები“ (Cookies) გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.  „მზაჩანაწერები“(Cookies) გვეხმარება უკეთ ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა. „მზა ჩანაწერების“ (Cookies) მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ საიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, ვებგვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი და ა.შ. „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) მეშვეობით ჩვენ ვაკვირდებით ვებგვერდზე მომხმარებლების ქცევას, რათა მოვახდინოთ თქვენი გამოცდილების პერსონალიზება და მოგცეთ საშუალება, გამოიყენოთ ვებგვერდის ბევრი სასარგებლო ფუნქცია. 

პერსონალურ ინფორმაციის დამუშავების მიზანი

პერსონალური ინფორმაცია მუშავდება საიტის სერვისის გამართული მუშაობის, განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლონ და გაუადვილდეთ საიტის გამოყენება, მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, სტატისტიკური მიზნებისათვის და იმის დასადგენად, თუ როგორ იყენებენ ჩვენს საიტს. ასევე, მარკეტინგული მიზნებისათვის.

მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვუზრუნველყოთ მომსახურების უმაღლესი დონე, მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება, ვმართოთ ჩვენი რისკები, ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და პროდუქტებს და დავიცვათ შესაბამისი კანონები და რეგულაციები. ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაცია გავაზიაროთ კანონის ფარგლებში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ინფორმაცია მარეგულირებელ და კანონის აღმასრულებელ ორგანოებს, რომლებიც ჩვენზე ახორციელებენ იურისდიქციას ან თუ ამგვარი გაზიარება ჩვენი ვალდებულებაა შესაბამისი კანონით და ეს გაზიარება ხელს შეუშლის თაღლითობას. 

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატური და არა-ავტომატური მოწყობილობით. ეს მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა ვადაც საჭიროა იმისთვის რომ შესრულდეს ის ოპერაცია, რისთვისაც საჭირო გახდა მონაცემის მიღება. კონკრეტული უსაფრთხოების ზომების დაცვა უზრუნველყოფილია იმ მიზნით რომ არ მოხდეს მონაცემების დაკარგვა, არასწორი ან უკანონო გამოყენება და არაუფლებამოსილი წვდომა. 

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა ამ განაცხადში დასახელებული მიზნების მისაღწევად. თუ თქვენი მონაცემების შენახვა არ არის საჭირო მიზნების მისაღწევად ჩვენ შეიძლება წავშალოთ ის, ან შევცვალოთ ჩანაწერი ისე, რომ თქვენი იდენტიფიცირება არ იყოს შესაძლებელი.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

შპს “თი-ემ-სი” იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს იმ მიზნით, რომ დაიცვას პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, შემთხვევითი ან გამიზნული მანიპულაციისგან, დაკარგვის ან განადგურებისგან. 

ჩვენ დავნერგეთ ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა, იმისათვის, რომ საიტზე და სხვა საშუალებებით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების დაცვაზე, თუ ინფორმაცია დაიკარგა ინფორმაციის ჩვენს სერვერამდე მოღწევამდე.

პერსონალური მონაცემების გაზიარება

ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებს მოქმედი კანონმდებლობის ან სასამართლო განჩინების საფუძველზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ ჩვენთან დაკავშირებულ პირებსა და ჩვენს პარტნიორებს იმ მიზნით რაც ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია   მოხსენიებული.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები ჩვენ მიერ შენახულ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ:

დაგვიკავშირდითთუ გაქვთ შეკითხვები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@tmcgeorgia.com.