Audit Company TMC

ყვარლის რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი

ჩაერთე სოციალურ პროექტში, მიიღე მხარდაჭერა

პროექტის შესახებ

2022 წლის 8 ივლისიდან ყვარლის რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმებიის მხარდასაჭერად სოციალურ პროექტს დაიწყო. პროექტის მიზანია პოსტპანდემიური და უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, ადგილობრივი მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნეს პროცესების მოწესრიგებაში, გამართვასა და სწორად განვითარებაში.

პროექტი 3 კომპონენტს მოიცავს: ცნობიერება, ინფორმირებულობა და გაზიარება და ორიენტირებულია ადგილობრივ მეწარმეებში ბიზნეს პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლების, მათი საქმიანობის განსავითარებლად საჭირო ინფორმაციის მიღებისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებისკენ.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგრანტო პროექტებია. TMC-ის საკონსულტაციო ჯგუფი ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნეს გეგმების შედგენასა და გრანტების ან დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას სთავაზობს, რაც დამატებით შესაძლებლობას აჩენს რეგიონში.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, 1-ელ სექტემბრამდე მიმდინარეობს უფასო ტრეინინგების სერია, სადაც  მეწარმეები მათთვის აქტუალურ თემებზე სასარგებლო და პრაქტიკულ რჩევებს იღებენ.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ,  მიიღონ უფასო, კვალიფიციური კონსულტაციები ბუღალტერიის, საგადასახადო, იურიდიული, მენეჯმენტისა თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე. 

გაიარე უფასო კონსულტაცია

    image

    ცნობიერება

    პროექტი გულისხმობს ადგილობრივ მეწარმეებში საგადასახადო, საბუღალტრო, იურიდიული და სხვა საკანონმდებლო პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას

    image

    ინფორმირებულობა

    პროექტი უზრუნველყოფს უფასო კონსულტაციებს მეწარმეებისთვის. რათა განისაზღვროს ის საჭიროებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმიანობის სწორად წარმართვისთვის

    image

    გაზიარება

    პროექტის ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივი კადრებისათვის დამათი კვალიფიკაციის ამაღლებას

    კონტაქტი

    ხშირად აინტერესებთ

    პროექტი  2022 წლის 8 ივლისს დაიწყო და 1-ელ სექტემბრამდე გრძელდება

    • თქვენ შეძლებთ ბიზნეს-პროცესებთან დაკავშირებული რისკების სწორად შეფასებას, გაანალიზებასა და მათ მინიმუმამდე შემცირებას
    • მიიღებთ უფასო კონსულტაციებსა და რჩევებს პროფესიონალებისგან, რაც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის სწორად წარმართვაში
    • გეყოლებათ კვალიფიციური პერსონალი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში გქონდეთ ბიზნესი კანონთან
    პროექტის მოქმედების ვადებში ზოგადი სახის კონსულტაციები გაიცემა უფასოდ