Audit Company TMC
რატომ არის აუცილებელი ბიზნესისთვის იურისტის მომსახურება?

ბიზნესის უპირველესი ამოცანაა საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. სწორედ ამიტომ, სანამ საქმინობის დაწყებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიციური იურისტთან. ამ სტატიაში გეტყვით, რატომ არის აუცილებელი ბიზნესისთვის იურისტის მომსახურება? 

არ არსებობს ბიზნესი, რომელიც არ საჭიროებს იურიდიულ მომსახურებას, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე უამრავი კომპანიაა, რომელიც ამ მომსახურებით არ სარგებლობს. უფრო მეტიც, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ხშირად იურისტის საქმიანობას სხვა პროფესიისა და თანმდებობის პირებიც კი ითავსებენ, რაც ბუნებრივია, მცდარი მიდგომაა, ვინაიდან იურისპრუდენცია ფართო სფეროა, უამრავი ნიუანსით, რომლთა გათვალსიწინების კომპეტენციაც მხოლოდ იურისტს შეიძლება ჰქონდეს.

რატომ უნდა ჰყავდეს ბიზნესს იურისტი? 

იურისტი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ბიზნეს პროცესები, და ზოგადად საქმიანობა, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. იგი მუშაობს იმისთვის, რომ მოქმდი სამართლის ნორმების გამოყენებით, დაეხმაროს ბიზნესს სწორად ფუნქციონირებაში. 

იურისტი სამართლებრივ ჭრილში გეგმავს და წარმართავს კომპანიის საქმიანობას იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კომპანიის ინტერესები

ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა მსგავსი სამართლებრივი დოკუმენტები ის მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტაციაა, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს  ურთიერთობების, ტრანზაქციების, ანაზღაურების წესებსა და პირობებს. ასეთი ტიპის დოკუმენტების შედგენისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვალიფიცური იურისტის ჩართულობა, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული ყველა სამართლებრივი რისკი და დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები. ამის კომპეტენცია კი მხოლოდ იურისტს აქვს.

საქმიანი მოლაპრაკებების დროს იურისტი აზღვევს ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან

ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებთან, პარტნიორებთან ურთიერთობის დროს, ბიზნესის გაფართოვებისა თუ ახალი პროექტების დაწყებისას, მოლაპარაკების მაგიდაზე იურისტს სათანადო ადგილი უნდა ეკავოს. იურისტმა უნდა  გააანალიზოს ყველა შესაძლო რისკი, განსაზღვროს რა სამართლებრივ პროცესებთან ექნება საქმე ბიზნესს, შეაფასოს, რამდენად შეესაბამება შეთანხმების პირობები კანონმდებლობას და როგორ აირიდოს თავიდან შესაძლო ბარიერები და ხარვეზები. ამას კონკრეტული პროექტისა და ზოგადად ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იურისტი იცავს ბიზნესის ინტერესებს სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს სამართლებრივი დავა აქვს სხვა პირთან, ბიზნეს სუბიექტთან ან/და სახელმწიფოსთან, იურისტი თქვენი ინტერესების დამცველია სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციასა და სხვა ნებისმიერ ორგანოში.

გარდა სამართლებრივი დავებისა, იურისტი უზრუნვეყოფს ბიზნეს პროცესებისთვის ყველა საჭირო პროცედურას სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში: საჯარო რეესტრში, მერიაში, გამგეობებში და სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. კოორდინირებას უწევს  ნოტარიუსთან თანამშრომლობას, ბიზნესის წარმომადგენელია ბანკებთან ურთიერთობის დროს, იცავს ბიზნესის ინტერესებს ინტელექტუალური და საავტორო უფლებების საკითხებშიც  და ჩართულია ნებისმიერ სხვა ორგანოსთან კომპანიის წარმომადგენლობის პროცესში

რა არ უნდა გააკეთოს ბიზნესმა იურისტის გარეშე?

როგორც აღვნიშნეთ, დღეს უამრავი კომპანიაა, რომელიც იურისტის გარეშე საქმიანობს ან მის მოვალეობებს სხვა პროფესიისა თუ თანამდებობის პირს უთავსებს. ეს კი, შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომის მიზეზი გახდეს.

მსგავს უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ, გირჩევთ, რა არ უნდა გააკეთოთ იურისტის გარეშე. 

  • არ შეადგინოთ ხელშეკრულებები, შეთანხმებები,  მიღება-ჩაბარებები და ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი იურისტის გარეშე

არაკომპენტენტურად შედგენილმა დოკუმენტებმა , შესაძლოა, დიდ გაუგებრობასა და ფინანსურ ვალდებულებებამდე მიგიყვანოთ

  • არ ისარგბელოთ შაბლონური დოკუმენტებით

კომპანიები ხშირად იყენებენ  ინტერნეტში მოძიებულ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების, შეთანხმების და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტს ან ძველის შაბლონებს. არ გამოიყენოთ ისინი იურისტთან შეთანხმების გარეშე. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ სრულიად სხვა, შეუსაბამო პირობებზე მოგიწიოთ ხელის მოწერა, რომელიც ეწინააღმდეგება ბიზნესის ინტერესებს. გარდა ამისა, შესაძლოა, შაბლონის პერველადი ვერსიის შემდეგ, შეცვლილი იყოს კანონი და აღმოჩნდეს, რომ ხელი მოაწეროთ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან/და საწინააღმდეგო დოკუმენტს.

  • არ დაიწყოთ ბიზნესი იურისტთან კონსულტაციის გარეშე 

შესაძლოა, თქვენი საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე, არსებობდეს სხვადასხვა სახის რეგულაცია, რაც მოითხოვს სამართლებრივი პროცედურების დაცვას.  ამ პირობების გაუთვალსიწინებლობით, შესაძლოა, დაგეკისროთ საურავები ან ჯარიმები. ამასთან, ბიზნესის დარეგისტირებამდე სწორად უნდა განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის სახე (ინდ. მეწარმე, შპს და სხვა). თითოეულს სხვადასხვა საკანონმდებლო ვალდებულება აქვს, რომლის გარკვევაშიც სწორედ იურისტი დაგეხმარებათ.

  • არ მოაწეროთ არანაირ ხელშეკრულებას, შეთანხმებას, მემორანდუმს ხელი იურისტთან კონსულტაციის გარეშე 

ისინი შეიძლება, შეიცავდეს იდეთი ტიპის სამართლებრივ ტერმინოლოგიებს, დეტალებს, პირობებს, რაც ბუნდოვანია თქვენთვის ან არ გქონდეთ ინფორმაცია მათ სამართლებრივ შედეგებზე. 

კომპეტენტური იურისტის შესარჩევად მზა რეცეპტები არ არსებობს, საუკეთესო გზა მასთან პირისპირ შეხვედრაა.  თუ იურისტი გჭირდება, დაჯავშნე შეხვედრა და გაიარე იურიდიული კონსულტაცია