Audit Company TMC
რა არ უნდა გააკეთოს დამწყებმა მეწარმემ?

ამბობენ,შეცდომები საუკეთესო მასწავლებელიაო. იმასაც ამბობენ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, მე თუ მკითხავთ, ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც ორივე უნდა გამოსცადო, მაგრამ კიდევ უფრო მარტივადაა საქმე, როცა სტარტაპი ან დამწყები ბიზნესი გაქვს და  სხვისი შეცდომების გაანალიზების შესაძლებლობა მზა ფორმულირებით გეძლევა. ისღა დაგრჩენია გაიაზრო და აღარასდროს გაიმეორო. 

რა არ უნდა გააკეთოს დამწყებმა მეწარმემ?

თუ სამეწარმეო საქმიანობაში ხარ ჩართული ან მომავალში აპირებ ბიზნესის კეთებას, ამ სტატიაში გაიგებ იმ შეცდომების შესახებ, რომელსაც მეწარმეები ყველაზე ხშირად უშვებენ და რომელებიც თქვენ არ უნდა დაუშვათ:

არ დახარჯოთ ბიზნესის ფული პირადი მიზნებისთვის 

ხშირად  დამფუძნებლები კომპანიის ფულს პირადი მიზნებისთვის ხარჯავენ კომპანიის ბიზნესს ბარათით . მნიშვნელოვანია, რომ, როგორც დამფუძნებელმა, თანხა  მიიღოთ  დივიდენდის კაპიტალის ან /და სესხის სახით

არ დაიწყოთ საქმიანობა ბუღალტრის გარეშე 

ხშირად დამწყები მეწარმეები  საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იწყებენ ბუღალტერთან თანამშრომლობას და საბუღალტრო საქმიანობას დაწყებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ბუღალტერის გარეშე ფინანსური აღრიცხვა დიდი რისკია. ბუღალტერი უნდა აიყვანოთ საქმიანობის დაწყებისთანავე.

არ გააკეთოთ ეკონომია პროგრამულ უზრუნველყოფაზე 

ხარჯების დაზოგვის მიზნით, კომპანიები ძალიან ხშირად უარს ამბობენ შიდა პროგრამის დანერგვაზე.  განსაკუთრებით, ეს წარმოების და სავაჭრო ინდუსტრიებს სჭირდება. მაგ: კაფე/რესტორანი ვერ აწარმოებს გამართულ და ხარისხიან ბუღალტრულ აღრიცხვას სპეციალური საწარმოო პროგრამის გარეშე. სავაჭრო ობიექტები (მაღაზიები) ვერ გააკონტროლებენ საქონლის ნაშთებს სპეციალური სასაწყობე პროგრამის გარეშე. არ ღირს ეკონომიის გაკეთება ასეთ მნიშვნელოვან პროგრამებზე. მომავალში გაგირთულებთ სამუშაოს და გაგიზრდით ხარჯებს.

არ დატოვოთ ბუღალტერი ინფორმაციის გარეშე 

 ამა თუ იმ მიზეზით, ხშირად, მენეჯმენტი ბუღალტერს დროულად არ აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მაგალითად: შეიძლება, კომპანიამ აიღოს სესხი, ან/და დადოს გარიგება, ეს ინფორმაცია კი ბუღალტერიას მიაწოდონ წლის ბოლოს, რაც, თავისთავად, ქმნის არასწორ ფინანსურ სურათს საწარმოს შესახებ. რიგ შემთხვევაში  ეს საგადასახადო რისკებთანაც არის დაკავშირებული. ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის შესახებ თავიდანვე საქმის კურსში ჩააყენეთ ბუღალტერი და მიიღეთ შესაბამისი კონსულტაციები.

 

ბიზნესის მიმართ დასაწყისშივე თქვენი სწორი დამოკიდებულება  უამრავ დაბრკოლებასა და ფინანსურ დანახარჯებს აგარიდებთ. გახსოვდეთ, საბუღალტრო პროცესების გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის,ამიტომ ამ საქმეში თქვენ გარშემო პროფესიონალი ადამიანები შემოიკრიბეთ.