Audit Company TMC
5 რამ, რაც ყველა მეწარმემ უნდა გააკეთოს წლის ბოლოს

წლის მიწურული მეწარმეებისთვის ის პერიოდია, როცა შესაძლებლობა იძლევა საფუძვლიანად შეფასდეს მიმდინარე წელი და დაისახოს ახალი მიზნები და ამოცანები. ეს კარგი სტარტია ახალი წლის ეფექტურად დასაწყებად, ამიტომ ასეთ გადატვირთულ პერიოდშიც კი, არ დაიშუროთ დრო და ენერგია ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის. 

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს მეწარმემ წლის ბოლოს

საქმე რომ გაგიმარტივოთ, თქვენთვის იმ მნიშვნელოვანის საქმეების სიას  წარმოგიდგენთ, რომელიც ამ ამოცანასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

  1. გადახედეთ გასული წლის მიზნებს და შეაფასეთ ობიექტურად

ნებისმიერი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წლის დაგეგმვით დაწყება. ახალ გეგმებს ვერ დასახავთ თუ არ მოხდა გასული წლის ობიექტური შეფასება. ამისთვის მეწარმეები ყოველ კვარტლურად განიხილავენ, აჯამებენ და აანალიზებენ საქმიანობას,  რათა დადგინდეს, რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდებიან . ასე რომ, წლის ბოლო კვარტალში თქვენ უკვე საკმაოდ კარგი წარმოდგენა გექნებათ იმის შესახებ, თუ სად ხართ ამ გზაზე, რა დაბრკოლებების შეხვდით წლის განმავლობაში, რა უპირატესობები და წინსვლები გაქვთ, რა უნდა გამოასწოროთ და როგორი მიმართულებით წაიყვანონ ახალი წლიდან საქმიანობა. ეს პროცესი არც თუ ისე მარტივია, განსაკუთრებთ დამწყები ბიზნესისათვის, ამიტომ შეგიძლიათ, პროფესიონალები დაიხმაროთ – აუდიტორული კომპანია TMC – ის გუნდი ამ მხრივ საჭირო პარტნიორად შეგიძლიათ მოიაზროთ. 

      2. აწარმოეთ ფინანსური ანგარიშები

ფინანსური ანგარიში წლის ბოლოს გაძლევთ შესაძლებლობას, შეხედოთ მდგომარეობის დიდ სურათს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადება  წლის განმავლობაში სამეურნეო ოპერაციების დეტალურად გაანალიზებასა და სრულყოფილად აღრიცხვას მოითხოვს, ამიტომ გირჩევთ,  დაიხმაროთ ბუღალტერი ან საბუღალტრო კომპანია, რომელიც თქვენი სანდო ფინანსური მეგზური იქნება. 

   3. გადახედეთ თანამშრომელთა შედეგებსა და სახელფასო პოლიტიკას

ბიზნესის ყველაზე დიდი დასაყრდენ თანამშრომელია. ამიტომ წლის ბოლოს, არ გამოგრჩეთ თითოეული მათგანის მიღწევები, წარუმატებლობები,  შრომის ადექვატური შეფასება და დაფასება. გარწმუნებთ, ამას თითოეული თანამშრომელი ყოველთვის მოუთმენლად ელის. ასევე, განიხილეთ დაწინაურების პერსპექტივები და, თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ხელფასის მომატება ან ფინანსური წახალისება. 

 4. მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია

ვერც ერთი კომპანია ვერ იარსებებს მუდმივი მონაცემების და  ინფორმაციის გარეშე;  თქვენი ბიზნესის მიერ შექმნილი ყველა ფაილი და მონაცემი სათანადოდ უნდა იყოს კატალოგირებული და ასლები დარეზერვებული უსაფრთხო ადგილას. ეს მონაცემები მოიცავს კლიენტის ინფორმაციას, შეხვედრის ჩანაწერებს, ელ.წერილს, ფოტოებსა და ვიდეოებს, ბრიფინგებს, კვლევის მასალებს და ა.შ. 

დოკუმენტაციის დაარქივებისთვის არსებობს ორი საშუალება:

  1.  მათი განთავსება ე.წ. “ღრუბელზე” Google Drive, One Drive და Dropbox
  2.  მათი განთავსება გარე მყარ დისკზე. 

კომპანიის დოკუმენტაციის მოწესრიგება წლის ბოლოს ბიზნესისთვის ფინანსურ ანალიზზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დოკუმენტაციის მენეჯმენტი არის თქვენი კომპანიის ინსტიტუციური მეხსიერება. ეს არის სტანდარტული ოპერაციებისა და პროცედურების, მიზნების, სამოქმედო გეგმების, ანგარიშგების და დამტკიცების პროცესებისა და ანგარიშების ჩანაწერი.

  1. დაისახეთ ახალი მიზნები

თუ გასული წლის შეფასება გააკეთეთ, ახალი წლიდან ახალი მიზნებისთვის მოემზადეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: 

  • რა ვერ შეასრულეთ გასული წელის გეგმებიდან? 
  • რატომ ვერ მოახერხეთ შერულება?
  • როგორ შეგიძლიათ დაძლიოთ ამ წელს ეს ბარიერები და  გააუმჯობესოთ მიმდინარე მიზნები? 

კითხვები  „რატომ?“ „რა?“ და „როგორ?“ არსებითია და ამ კითხვებზე ობიექტური პასუხების გაცემით შეძლებთ, სამომავლო მიზნების დასახვას 

დაბოლოს, თავზესაყრელი საქმის მიუხედავად, წლის ბოლოს სადღესასწაულო განწყობის შექმნა კომპანიაში არ დაგავიწყდეთ! შეინარჩუნეთ ეს მუხტი გუნდში, პარტნიორებთან ურთიერთობისას,  შექმენით საზეიმო განწყობა  საახალწლო დეკორაციებით, მისალოცი ბარათებით, მცირედი საჩუქრებით, ჭიქა შამპანიურით წლის ბოლო დღეს და ახალი ემოციებით დაიწყეთ ახალი წელი.