Audit Company TMC
აუთსორს მომსახურება

აუთსორს მომსახურება ის ბენეფიტია, რომელიც თანამედროვე ეპოქამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა . დღეს უკვე ყოველდღიურად  მომსახურების ხარისხი, ჩქარდება  და მარტივდება სამუშაო ტემპები და პროცესი. დიდი კონკურენციის პრობებში ბიზნესს უწევს, გახდეს სწრაფად ადაპტირებადი და მოქნილი, გაითვალსიწინოს ტენდენციები, რისთვისაც დიდი რესურსებია საჭირო. საბედნიეროდ, დღეს ბიზნესს უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დროულად და სწარაფად შეძლოს საჭირო ცვლილებების გატარება, აღარ დახარჯოს დრო, რესურსები საჭირო კადრების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის და სერვისების მისაღებად, სრულად ან ნაწილობრივ, ისარგებლოს აუთსორს მომსახურებით. 

რას ნიშნავს აუთსორსინგი?

აუთსორსინგი (outsourcing) ეს არის თანამშრომლობის ფორმა, რომლის მიხედვითაც ერთი კომპანია/ბიზნესი ქირაობს მეორე კომპანიას მომსახურების მისაღებად. დაქირავებული კომპანია კი ვალდებულებას და პასუხიმგებლობს იღებს, საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოს დამკვეთი და გაუწიოს კვალიფიცური მომსახურება. 

თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად ითვისებს თანამშრომლობის ამ ფორმას და შესაბამისად,  მეტი ადამიანური რესურსი აკუმულირდება აუთსორს სივრცეში. აუთსორსინგი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბუღალტერია, იურიდიული მომსახურება, IT, მარკეტინგი, დიზაინი და ა.შ.

რა უპირატესობები აქვს აუთსორს მომსახურებას?

იმისთვის, რომ შეაფასოთ  რამდენად  ეფექტური იქნება თქვენი ბიზნესისთვის აუთსორს მომსახურება და რა სარგებელს მიიღებთ ამით, პირველ რიგში გავარკვიოთ, რა უპირატესობები აქვს აუთსორს მომსახურებას. 

1. ამცირებთ ხარჯებს

აუთსორს კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ ზოგავთ ადმინისტრაციულ და საოპერაციო ხარჯებს და აღარ გიწვეთ ფინანსური რესურსების გაღება ისეთი დანიშნულებებისთვის, როგორებიცაა:

  • კომპიუტერული ტექნიკა და საოფისე ინვენტარი
  • საკანცელარიო ნივთები
  • ხელფასები, ბონუსები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამივლინებო თუ დეკრეტული ხარჯები
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციასა და მოტივაციისთვის გაწეული ხარჯები
  • კადრების რეკრუტირება

 

2. შეგიძლიათ ფოკუსირდეთ მხოლოდ თქვენს ძირითად საქმიანობაზე 

თქვენი  ბიზნესი ყოველდღიურად უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მაღალი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ მთავარზე – პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, პარტნიორებთან, ინვესტორებთან სტაბილური და მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ტექნიკურ თუ პროგრამულ განახლებებზე და ა.შ. იმ მიმართულებებზე კი, რომლებიც შეგიძლიათ აუთსორსზე გაიტანოთ, ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს, ფულსა და ენერგიას. ეს გაცილებით ეფექტურად შეიძლება აისახოს თქვენს შედეგებზე.

3. შეგიძლიათ გადაანაწილოთ რისკები და პასუხისმგებლობები 

აუთსორს კომპანიასთან თანამშრომლობის ყველაზე დიდი უპირატესობა იმაშია, რომ შესაძლებლობა გაქვთ, კომპანიასთან ერთად გაინაწილო პასუხისმგებლობები და რისკები. ეს იმას ნიშნავს, რომ აუთსორს კომპანია დამკვეთის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ მას გაუწევს კვალიფიციურ მომსახურებას, თავიდან აარიდებს ჯარიმებს, საურავებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობას აზღვევს. მაგალითად, საბუღალტრო აუთსორს კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, თუ დამკვეთ კომპანიას ფინანსური ზარალი მიადგა, ამას სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს, კომპანია კი თავისუფლდება დამატებითი ფინანსური პასუხიმგებლობებისგან. ადამიანური რისკებისგან დაცული არავინაა, მით უფრო დაქირავებული თანამშრომელი,  ამიტომ მეტი უსაფრთხოებისთვის, აუთსორს კომპანიაზე რისკების განაწილებით, შეიძლება, დიდი თავისტიკივლი აირიდოთ.

4. წვდომა გაქვთ უფრო დიდ პროფესიონალურ რესურსთან

კვალიფიციური კადრის მოზიდვა, შეიძლება, იმაზე ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ, ამასთან კადრების შერჩევა დიდ დროსაც მოითხოვს და შედეგი ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. მაშინ როცა, აუთსროს კომპანიები დიდ რესურსებს ხარჯავენ კვალიფიკაციური კადრების მობილიზებასა და მათ შენარჩუნებაში იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. ნაცვლად იმისა, რომ დრო და ფინანსები დახარჯოთ ტალანტების მოძიებასა და შეანარჩუნებაში, აუთსორს კომპანიის წყალობით, თქვენ მარტივად გაქვთ წვდომა პროფესიონალების რესურსებზე. 

თუ საქმის გამარტივება გადაწყვიტეთ, ნახეთ TMC-ის აუთსორს სერვისები საბუღალტრო, იურიდიული, საშემფასებლო, საბაჟო-საბროკერო, IT აუდიტის მიმართულებით, დეტალებისთვის კი დაჯავშნე შეხვედრა ან დაგვიკავშირდით.